დაპირისპირება მოხდა ზუგდიდში, 21-ე საარჩევნო უბანზეც. ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ანა წითლიძე. ინციდენტი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ საარჩევნო უბანთან რამდენიმე პირს საარჩევნო სიების ქსეროასლი ჰქონდა.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ანა წითლიძემ ამ დარღვევებზე პასუხის გაცემა სთხოვა „ქართული ოცნების“ კოორდინატორს, რის შემდეგაც კოორდინატორმა მას ხელი ჰკრა. სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, მან სამმარტველო ცოტა ხნის წინ დატოვა სამმართველოსთან იმყოფებოდნენ.