მთაწმინდის მე-4-ე საარჩევნო უბანზე არასრულწლოვნები, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მაისურებითა და ტკბილელით მივიდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ეგზიტპოლებში მონაწილეობდნენ და გარდა ამისა, გირჩის ფორმიან ტკბილეულს „გახალისების მიზნით“ ამომრჩეველს აწვდიდნენ.
მთაწმინდაზე, პარლამენტში მაჟორიტარობისთვის "გირჩის კანდიდატიც" იბრძვის.
როგორც უბნის თავმჯდომარემ განმარტა, საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე კანონით აკრძალულია აგიტაცია და ეს უბანზე დაფიქსირდება გამოიძახებს საპატრულო პოლიციას.
ცესკოს წარმომადგენლის განმარტებით კი, კენჭისყრის შენობის გარეთ მიმდინარე მოვლენებს ისინი ვერ გააკონტროლებენ.
„გირჩის“ მაისურიანი ახალგაზრდები საარჩევნო უბნის გარეთ რჩებიან.