ხმა მივეცი, რომ პოლიტიკური ჭაობი დამთავრდეს - საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი 

19 მაისი 2019, 11:33 2151 ნახვა

დღეს, მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ ხელისუფლებაში პატრიოტი ადამიანები მოვიდნენ, -  განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.  

“დამთავრდეს ჭაობი, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი. 

''მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო - ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს - ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. მთაწმინდელი ამომრჩეველი არჩევს ტყუილსა და მართალს, არჩევს სიმართლისთვის მებრძოლსა და ამ ჭეშმარიტებას გადაიტანს საარჩევნო ბიულეტინზე”, - თქვა გიორგი მარგველაშვილმა. 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ხმა მე-10-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი