''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატმა ხმა ზუგდიდის 28-ე უბანზე მისცა. გიორგი შენგელიამ თქვა, რომ მოსახლეობის აქტიურობის შემთხვევაში, არჩევნები პირველივე ტურში მათი გამარჯვებით დასრულდება.
''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატის განცხადებით, ხმა მისცა ზუგდიდის განვითარებას, უკეთეს მომავალს და უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდს.
''ხმა მივეცი იმ პროექტების დასრულებას, რომელიც დაწყებულია. იმედი მაქვს, რომ ხალხი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. განწყობა ბრწყინვალეა. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ორთაბრძოლაში გავიმარჯვებთ. ჩვენი ხალხის, ზუგდიდელების განწყობიდან გამომდინარე ვამბობ ამას. არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის. ყველა კანონდარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, ადექვატური რეაგირება იქნება. ყველა ფაქტი აღმოფხვრილი იქნება, რომელი მხარის მიერაც არ უნდა იყოს ჩადენილი, როგორც ეს თქვა შსს-ს მინისტრმა'' - განაცხადა ''ქართული ოცნების'' ზუგდიდის მერობის კანდიდატმა.