''პოლიცია არავის მისცემს სიტუაციის გამწვავების შესაძლებლობას''- შსს

18 მაისი 2019, 12:40 1331 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნების პერიოდში მართლწესრიგის დასაცავად საპოლიციო ძალების გადანაწილება ხდება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიცია არავის მისცემს არჩევნებზე სიტუაციის გამწვავების შესაძლებლობას და არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა პირს და ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ პოლიციას და ხელი  შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში