ხმაური ზუგდიდში - საოლქო კომისიამ გადასატანი ყუთის სიები დაამტკიცა

17 მაისი 2019, 18:00 1992 ნახვა

,,ზუგდიდში გადასატანი ყუთების სიაში არის ათეულობით ისეთი ადამიანი, ვინც ყუთს არ საჭიროებს“ - აცხადებენ  გაერთიანებულ ოპოზიციაში , სადაც არჩევნების გაყალბების მცდელობაზე საუბრობენ.  

პროტესტის მიუხედავად დღეს ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ განახლებული სია მაინც დაამტკიცა, რასაც ოლქში დაპირისპირება მოჰყვა. მირანდა მესხმა დღეს უმცირესობის  არც ის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელიც მათი საჩივრების განხილვას ეხებოდა.

საოლქო საარჩევნო კომისიაში დიდი რაოდენობით  პოლიცია იყო  მობილიზებული.პოლიტიკურ პარტიებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.  მათ დღეს ერთობლივი  განცხადება  გაავრცელეს.

ლაშა ზარგინავა
წამყვანი, რედაქტორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი