10 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა, რომელიც ქუჩას ზებრასგან მოშორებით კვეთდა

16 მაისი 2019, 18:20 11269 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, 10 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.  სასწრაფო დახმარების ცენტრის მედიკოსების ინფორმაციით, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაჯახების შედეგად მიღებული დაზიანებები მსუბუქია. არასრულწლოვანი სამედიცინო პერსონალმა, დამატებითი კვლევებისთვის, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მაინც გადაიყვანა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ბავშვი ქუჩას ზებრა გადასასვლელის მოშორებით კვეთდა. 

ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. მიმდინარეობს გამოძიება. 

თეკლა მჭედლიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში