ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ დაპირისპირებას ცესკოს პრესპიკერი აფასებს. ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი, კანონის მოთხოვნის დარღვევით, არ აძლევდნენ სხდომის ჩატარების შესაძლებლობას.
ცესკო მიუკერძოებელ დამკვირვებლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული მხარეების ქმედებებს დააკვირდნენ.