ახალგაზრდებმა ტყეში 400-მდე ძირი კავკასიური ნაძვი დარგეს

16 მაისი 2019, 14:49 2372 ნახვა

შუახევში, ნიგაზეულის ტყეში, 400-მდე ძირი კავკასიური ნაძვი დაირგო. ნაძვის ნერგები ბათუმის უნივერსიტეტის სათბურში იყო გაზრდილი. 

ახალგაზრდები შუახევში, აქციის ფარგლებში - ,,განაახლე ტყე“ ავიდნენ. 

მწვანე საფარის შენარჩუნების მიზნით. აქციის მონაწილეები სტუდენტები და შუახევში მცხოვრებლები იყვნენ. 

გამწვანების კამპანია ბორჯომისა და ლაითურის ტყეების აღსადგენადაც ჩატარდა. სტუდენტების მიზანი, საზოგადოებაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაა.

ახალგაზრდებს  უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები და ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობდა. ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი