ტოჩინოშინი კვლავ დაუმარცხებელია. ნაცუ ბაშოს V სატურნირო დღეს, ლევან გორგაძემ ჰოკუტოფუჯი ჩვეულ სტილში - იორიკით გადაიყვანა ტავარას მიღმა და აქტივში მეხუთე გამარჯვება მიითვალა.
ნაცუ ბაშოს დასრულებამდე კიდევ 10 საშეჯიბრო დღეა დარჩენილი.
ქართველ სუმოტორის ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად კიდევ 5 გამარჯვება სჭირდება. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე, მონღოლი სეკივაკე იჩინოჯო იქნება.