ავარია ბათუმში - მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზისგამყოფზე ავარდა

15 მაისი 2019, 22:30 9866 ნახვა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევა, დაახლოებით ერთი საათის წინ, რუჟკოვის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  მოხდა, ავარიის შედეგად არავინ დაშვებულა. 

თვითმხილველები ყვებიან, რომ მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა კაცი მართავდა, ხიმშიაშვილის ქუჩიდან, მოსახვევში სწრაფი სვლით შემოვიდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზისგამყოფზე ავარდა.  

ავტოავარიის შედეგად დაზიანებულია ავტომობილი და ქალაქის ბალანსზე არსებული განათების ბოძი. კანონის თანახმად, თუ  მძღოლის ბრალეულობა დადგინდა, დაზიანებული ქონების საფასურს ავტომობილის მფლობელი აანაზღაურებს. 

 

თეკლა მჭედლიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში