ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია -განცხადება ცესკოს ბრინფიგზე გაკეთდა. შესაბამისად ცესკომ ოპოზიციის მოთხოვნა, აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადაყენების თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
ხმაური და დაპირისპირება გუშინ, ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის – კერძოდ, სამაგიდო სიების, საუბნო საარჩევნო კომისიისა და რეგისტრატორების ბეჭდების გადაცემის პროცესმა გამოიწვია.