''არავის მივცემთ საშუალებას პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია'' - გიორგი გახარია

14 მაისი 2019, 18:00 1605 ნახვა

ზუგდიდის პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს და მის თანმხლებ პირებს დაუპირისპირდა. ასევე, გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტებს.

დაკავებული გელა კვარაცხელიაა, რომელიც ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. შენობაში შესვლამდე მან განაცხადა, რომ სამეგრელოში სანდრა რულოვსს არ შეუშვებს.

მანამდე განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი გახარიამ თქვა, რომ პოლიცია არსად აგვიანებს. ''არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციითა და პროვოკაციებით არჩევნების დისკრედიტაცია მოხდეს“.    

ოპოზიცია ზუგდიდში დღეს მომხდარ დაპირისპირებაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ადანაშაულებს. მმართველი პარტიის ადგილობრივ ოფისში კი განაცხადეს, რომ გელა კვარაცხელია „ქართული ოცნების“ წევრი, ან კოორდინატორი არ არის.

ზუგდიდში დაპირისპირების ფაქტები სანდრა რულოვსსა და ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლებს შორის გუშინაც  მოხდა.

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი