შსს: ნარკოდანაშაულის ფაქტებზე დაკავებულია რუსეთის და თურქეთის მოქალაქეები 

14 მაისი 2019, 12:14 1938 ნახვა

შინაგან   საქმეთა სამინისტრომ  დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.  დაკავებულია სამი პირი, მათ შორის ერთ-ერთი რუსეთის  მოქალაქეა.

სამართალდამცველების ინფორმაციით,  მას საქართველოში  დიდი ოდენობით  ნარკოტიკი   შემოჰქონდა,   სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, გასაღების მიზნით, ორგანიზატორს    უგზავნიდა.    

შსს ინფორმაციით, იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, პასუხისგებაში მიცემულია სულ 60 ნარკორეალიზატორი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი