ბოლო 4 დღის განმავლობაში, „სარფში“, ''სადახლოსა'' და ''წითელ ხიდზე'' არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერებისას 9 920 ღერი სიგარეტი და სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი იპოვეს.
უწყების ინფორმაციით, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ჩამოართვეს. მათ ასევე, 1000-1000 ლარის გადახდაც მოუწევთ.