აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილე

13 მაისი 2019, 14:11 1309 ნახვა

ბრიუსელში დღეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ.

მხარეები 10-წლიან პარტნიორობაზე, ერთობლივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე, ასევე 2020 წლის სტრატეგიაზე იმსჯელებენ.  

ბრიუსელში ორდღიანი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს სხვადასხვა შეხვედრა, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი