ლევან გორგაძის კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება

13 მაისი 2019, 13:24 2814 ნახვა

ნაცუ ბაშოს მეორე სატურნირო დღეს, ტოჩინოშინმა იაპონელი დაიეიშო დაამარცხა და აქტივში მეორე მოგება ჩაიწერა. ამ გამარჯვების შემდეგ, ლევან გორგაძეს მიმდინარე ბალანსი 2-0 ზე აქვს. 

ტოჩინოშინს ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად 15-დან, მინიმუმ 10 მოგება სჭირდება. ქართველი სუმოტორის შემდეგი მეტოქე, ნომერი მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში