9 წლიანი პატიმრობა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქურდობისთვის

13 მაისი 2019, 12:02 1485 ნახვა

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ქურდობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.  

პროკურატურის ინფორმაციით,  გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018 წლის 3 აგვისტოს, გ.ა.-მ უკანონოდ შეაღწია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარე ი.დ.-ს საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა მობილურ ტელეფონს.  

დაზარალებულმა დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. აღნიშნულის გამო, 2018 წლის 12 აგვისტოს, გ.ა. შურისძიების მოტივით, თავს დაესხა მისსავე საცხოვრებელ სახლში მყოფ ი.დ.-ს და განსაკუთრებული სისასტიკით,  სხეულის სხვადასხვა არეში დანით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი