ბრიფინგამდე განცხადება გაავრცელა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხმა“და მაყურებელს ტრანსლაციის დროს ტექნიკური წუნის გამო ბოდიში მოუხადა.
„12 მაისს, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნისას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის დროს, ხალხმრავლობის გამო, ფიზიკური კონტაქტის შედეგად დაზიანდა აუდიო - ვიდეო კაბელი, რის გამოც მოხდა ტექნიკური ხარვეზი ტრანსლაციის დროს.
ტექნიკური წუნის გამო საქართველოს „პირველი არხი“ მაყურებელს ბოდიშს უხდის“ - ნათქვამია განცხადებაში. მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძის საუბარი შენელებული იყო.