სუპერშეხვედრის დაწყებამდე სამ საათზე ნაკლები რჩება

12 მაისი 2019, 15:14 2037 ნახვა

3 საათზე ნაკლებ დროში ბათუმის რაგბი არენაზე თამაში დაიწყება, სადაც 2019 წლის საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება. დიდი 10-ის გათამაშების ფინალს ახალი ფორმატით ბათუმი პირველად უმასპინძლებს. ბათუმის სარაგბო კლუბი, რუსთავის „ხარებს“ დაუპირისპირდება.

გუნდები ერთმანეთს ბოლოს  20 აპრილს შესარჩევ ფინალში შეხვდნენ, სადაც ბათუმმა რუსთავი ანგარიშით 32:10 დაამარცხა. საქართველოს რაგბის ჩემპიონი ბათუმი ორჯერ 1999 და 2002 წლებში გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში