საფუძველს მოკლებულია საუბარი, რომ საქართველოს შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მამუკა ბახტაძის თქმით თითოეული მოქალაქე უნდა იყოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამსჭვალული, როდესაც ვსარგებლობთ ვიზალიბერალიზაციით.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არ არის ვინმეს მონაპოვარი, არამედ ქართული სახელმწიფოს მონაპოვარია.