მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

10 მაისი 2019, 21:14 1564 ნახვა

მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე 6 საათია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება. დაკითხვა სუს-ის მიერ ცოტა ხნის წინ გახმოვანებულ ბრალდებას ეხება. მაჩალიკაშვილის ტერორისტული აქტის დაგეგმვაშია დადანაშაულებული. იგი ბრალდებებს უარყოფს და დაკავებას არ ელოდება.

მაჩალიკაშვილის დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას პანკისის ხეობაში არსებული სახალხო კრება. მხარდამჭერების განცხადებით ტერორიზმის კვალიფიკაცია აღიქმება, როგორც კიდევ ერთი მიზანმიმართული მცდელობა პანკისის მოსახლეობა მოინიშნოს საფრთხედ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი