საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ფრანგ კოლეგას საქართველოს ვიცეპრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი მასპინძლობს.
ვიზიტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის საპოლიციო და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გამართავს შეხვედრებს პრემიერმინისტრთან პრეზიდენტთან და იუსტიციის მინისტრთან.