ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. შენობა მრავალფუნქციურია და მასში კლუბი და ამბულატორიაც განთავსდება, რისთვისაც 250 ათასი ლარია გამოყოფილი. ბაღში ამ დროისთვის სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში ეზოს კეთილმოწყობა დაიწყება. ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღი მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ამოქმედდება. სულ ბაღების გაერთიანების დაქვემდებარებაში 15 საბავშვო ბაღი შევა.