სიტყვიერი დაპირისპირება და პოლიციის კორდონები, 2015 წლიდან რუსეთში ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერით დაწყებული პროექტი „უკვდავი პოლკის მსვლელობა“ თბილისში დაძაბულობის ფონზე წარიმართა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკში იმ დროს მივიდა, როდესაც „უკვდავი პოლკის“ აქცია და კონტრაქცია მიმდინარეობდა. მას კონტრაქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ.
შსს-მ ხუთი პირი გეორგიევსკის ლენტების, როგორც საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების და ხულიგნობისთვის დააკავა,თუმცა შემდგომ ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა და საქმე სასამართლოს გადასცა.ვაკის პარკში პოლკელებს სირცხვილის კორიდორიც მოუწყვეს.