ვაკის პარკში ''უკვდავი პოლკის'' აქციისა და კონტრაქციის 2 მონაწილე დააკავეს 

09 მაისი 2019, 12:43 2012 ნახვა

ორი ადამიანი დააკავეს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, სადაც “უკვდავი პოლკის” აქცია და კონტრაქცია “არა პუტინის მარშს” გაიმართა. 

პირველი არხის ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ე.წ. უკვდავი პოლკის აქციის მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

''დამაკავეს, რადგან ''რუსეთი ოკუპანტია'', სტიკერი მივაკარი გამყიდველებს“ - უთხრა ჟურნალისტებს მამაკაცმა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ვაკის პარკში, 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კონტრაქციის წევრი, 1975 წელს დაბადებული კ.კ დააკავეს. აღნიშნული პირი შეეცადა განსხვავებული პოზიციის წარმომადგენლებისთვის დროშის ტარით მიეყენებინა დაზიანება, რა დროსაც პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. კ.კ დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

კიდევ ერთი პირი კი აქციაზე, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო აიყვანეს. ''უკვდავი პოლკის'' აქტივისტს აკრძალულ სიმბოლიკიანი დროშა ჰქონდა გაშლილი.

"თავისუფლების ქარტიით”,  საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–6 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება საქართველოში აკრძალულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, აქციის ორგანიზატორები გუშინ გააფრთხილეს და მოუწოდეს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისგან ტავი შეეკავებინათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში