ტურისტული სეზონი მახინჯაურში წელსაც გადათხრილი ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიის, დანგრეული სახლების ფონზე ჩაივლის - ასეა მას შემდეგ რაც საავტომობილი გზების დეპარტამენტმა ტერიტორიის ავტობანისთვის მომზადება დაიწყო - იქ არც შარშან დაწყებულა გზის მშენებლობა და არც წელს - როგორც ჩანს ჯერ ისევ გაურკვევლობაა - ისიც კი არ იციან ზუსტად ხიდების მოწყობა იგეგმება, თუ არა - ასეთივე გაურკვევლობაა სარფის ტერიტორიაზეც.
პროექტის დასრულება თავდაპირველად 2021 წლისთვის იყო დაანონსებული, დღეს კი უწყებაში ბოლო ვადად 2023 წელი დაგვისახელეს.