7 დღეში საგადასახადო სამართალდარღვევის 192 ფაქტი დაფიქსირდა 

07 მაისი 2019, 15:58 1596 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 29 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, კონტროლის შედეგად საგადასახადო სამართალდარღვევის 192 ფაქტი გამოვლინდა.

მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა 2806 გადამხდელი შეამოწმეს.

საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 10 ფაქტი გამოვლინდა. უწყების ინფორმაციით, ასევე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 178 შემთხვევა დააფიქსირეს. სამართალდარღვევის ოთხი ფაქტი კი, ეკონომიკური საქმიანობის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელებას უკავშირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი