სასამართლომ მედეა ვასაძის სარჩელი ირაკლი ჭეიშვილის წინაღმდეგ არ დააკმაყოფილა

07 მაისი 2019, 12:07 1578 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მედეა ვასაძის სარჩელი ირაკლი ჭეიშვილის წინაღმდეგ არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მედეა ვასაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაბათილებას თხოვდა.  საქმე ეხება, 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებას, სადაც სასამართლომ ირაკლი ჭეიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მედეა ვასაძეს დაევალა იგივე მასმედიის საშუალებით უარყოფა მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის, სადაც ჭეიშვილს ბრალს დებდა, თითქოს, იგი  სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, თავის მეგობარს ნარკოტიკის გადმოტანაში ეხმარებოდა. 

მედეა ვასაძე მეორე ისნტაციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოშიც გეგმავს, არ გამორიცხავს  საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მივიდეს. ირაკლი ჭეიშვილის თქმით კი სიმართლე დამტკიცებულია და ყოფილ კოლეგას მიზანმიმართულ პოლიტიკურ დისკრედიტაციაში  ადანაშაულებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი