ელექტროქსისტემაში მომხდარი ავარია ლიკვიდირებულია

02 მაისი 2019, 11:56 1291 ნახვა

ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგენილია. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის  მმართველთა საბჭოს წევრის ინფორმაციით, მომხმარებლებს დენი ამ დროისთვის შეუფერხებლად მიეწოდება.  

გიორგი ამუზაშვილის განმარტებით,  დასავლეთ საქართველოში უამინდობის შედეგად  ავარიულად  გაითიშა  ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.  


ამ დროისთვის, ავარია სრულად ლიკვიდირებულია. ელექტროენერგიიის გათიშვის გამო, რამდენიმე წუთი ბათუმი თბილისის მატარებელი, სოფელ ოჩხამურის ტერიტორიაზე იყო გაჩერებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი