გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის საგაზაფხულო სამუშაოებს აგრძელებს. ტყის აღდგენის პროექტის საფუძველზე, გასულ წელს 144 -ჰა ფართობზე უკვე განხორციელდა დარგვის სამუშაოები.
მხოლოდ შემოდგომაზე 250 ათასამდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. გაზაფხულზე ტყის აღდგენის სამუშაოები ასევე, 144 ჰა ფართობზე გაგრძელდება 35 ათასამდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგვება.