ბათუმში ვალუტის გადამცვლელებისგან მოტყუებული ტურისტები. დუმბაძის ქუჩაზე, ერთერთ ჯიხურში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც თვითმხილველის მტკიცებით, სხვადასხვა ხერხით ვალუტის გადაცვლისას განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ატყუებენ. სოციალურ ქსელში ერთერთი ასეთი შემთხვევის ამსახველი ფოტო და პოსტი გამოჩნდა. რეაქციით თუ ვიმსჯელებთ ფაქტს ამ კონკრეტული ობიექტის რეპუტაციის შელახვა მოჰყვა, მაგრამ ზოგადად რამდენად დაცულია მომხმარებლის უფლებები მსგავს შემთხვევებში?