რა ეტაპზეა  ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა?

05 მაისი 2019, 15:05 5028 ნახვა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა  წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამ  ეტაპზე ფასადზე    ლითონის კონსტრუქციის მონტაჟი და შიდა მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, დასკვნით ეტაპზეა  სტადიონის  გადახურვა.

მალე დაიწყება განათებისა და   გახმოვანების სისტემების, ასევე სკამების მონტაჟი  და  სამუშაოები მინდვრის საფარის მოსაწყობად.  მშენებლობაზე  450 ადამიანია დასაქმებული. სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. მშენებარე ობიექტი თორნიკე რიჟვაძემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ერთად  დაათვალიერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში