ვენესუელის პრეზიდენტის სკანდალური განცხადება

05 მაისი 2019, 15:17 1501 ნახვა

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ სამხედროებს მოუწოდა, რომ აშშ-ის შემოჭრის შემთხვევაში თავდაცვისთვის მზად იყვნენ. მისი თქმით, აშშ „არატრადიციულ ომს“ ახორციელებს, იმისთვის რომ ვენესუელა დაასუსტოს. აშშ-ის დაზვერვა ახდენს სამხედრო მოსამსახურეების მოსყიდვას, იმისთვის რომ თავდაცვის სისტემა შიგნიდან დაშალოს - ამტკიცებს პრეზიდენტი.   აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, ვენესუელაში ვითარების დასარეგულირებლად ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო ჩარევისთვის მზად არის. ეს განცხადება სახელმწიფო მდივანმა Fox Business​-თან ინტერვიუში გააკეთა. აქამდე ცნობილი გახდა, რომ ვენესუელას ოპოზიციამ აღიარა მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორების პროექტის მარცხი. 

2 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაეროს განკარგულება არ დაირღვეს. რუსეთი ღიად გაუწევს წინააღმდეგობას აშ-ის გეგმებს ვენესუელაში.  მანამ  30 აპრილს ხუან გუაიდომ ღიად მოუწოდა სამხედროებს და ვენესუელის მოქალაქეებს ნიკოლას მადუროს ხელისუფლების დამხობისკენ.  ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით იანვარში დაიძაბა, როდესაც აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი