საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში

05 მაისი 2019, 12:00 1337 ნახვა

''ქუთაისის თასი-მომავალი ოლიმპიელები" - სპორტულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. ვაჟთა და ქალთა შორის ტურნირში ქართველი, აზერბაიჯანელი და ჩეხი  50 სპორტსმენი ასპარეზობს. გუშინ  სპორტსმენებმა აბსოლუტურ შეჯიბრებაში იასპარეზეს და ყველა იარაღი გაიარეს. გუნდურ შეჯიბრებაში გოგონათა შორის პირველ ადგილზე  საქართველოს ნაკრები, მეორეზე აზერბაიჯანის , მესამეზე კი ქუთაისის გუნდი გავიდა. დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულები.

ქუთაისი სპორტულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირს პირველად მასპინძლობს, აქამდე მხოლოდ რესპუბლიკური ტურნირი ტარდებოდა. დღეს და ხვალ ფინალური ეტაპები გაიმართება, 24-29 მაისს კი ტანმოვარჯიშეები თბილისში საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში