საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა პირველ კონფერენცია გაიმართა. მომხსენებლები საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ტექნოლოგიური, უცხო ენების, ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სექციებში ცალ-ცალკე მუშაობდნენ.
კონფერენციაში 20-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობდა. მას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი და რუსთაველი მიტროპოლიტი მეუფე ივანე ესწრებოდნენ.