ბსუ-ის ახალი სტუდენტური საცხოვრებელზე 2 მილიონზე მეტი დაიხარჯა

05 მაისი 2019, 12:30 3189 ნახვა

რამდენიმე საათში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტური საცხოვრებელი გაიხსნება. 200  სტუდენტზე  გათვლილი  შენობა  ლეონიძის 15-ში მდებარეობს. ახალი  ოთხსართულიანი საცხოვრებელი სრულად შეესაბამება თანამედროვე  მოთხოვნებს. სტუდენტურ საცხოვრებელს აქვს საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები და ბიბლიოთეკა.  

სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია  ადაპტირებული ბლოკები. მშენებლობისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარი   გამოიყო, თანხის ნაწილი რესპუბლიკური  ბიუჯეტიდან პროგრამული დაფინანსებით  ჩაირიცხა. სტუდენტთა ძველი საერთო  საცხოვრებელი  გასული    საუკუნის 60-იან წლებში  აშენდა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი