ხულოს მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი საკრებულოში, მერიას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძის მტკიცებით, 2013-19 წლებში კორუფციული გარიგებების საფუძველზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, რის არგუმენტადაც ამ დროის განმავლობაში ჩავარდნილი ტენდერები მოჰყავს.
მერობის კანდიდატი მოუწოდებს თორნიკე რიჟვაძეს საკითხით დაინტერესდეს. ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა მერიაში და არც აჭარის მთავრობაში.