სცენის ბიჭების მიერ შექმნილი პატარა საქართველო, ასე შეიძლება დავახასიათოთ სივრცე, სადაც დათო გოგიტიძე და მისი მეგობრები ეთნოგრაფიულ ნიმუშებს უყრიან თავს. ერთ წელზე მეტია ეს ადამიანები ზრუნავენ იმაზე, რომ სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სარდაფს აბსოლუტურად სხვა დატვირთვა მიეცეს.
ენთუზიაზმით დაწყებული საქმე, ასევე გრძელდება - დეტალს დეტალზე ამატებენ და იმედი აქვთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ეს ადგილიც ისეთივე მიმზიდველი იქნება მნახველისთვის, როგორც სხვა საგამოფენო სივრცეებია.