ბარათაშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

04 მაისი 2019, 13:39 1132 ნახვა

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ქალს მარცხენა ფეხზე დაზიანება აქვს მიყენებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი