შსს აჭარაში ორი მოქალაქე დააკავა რომლებსაც 322 აბი ''ექსტაზი'', 12 გრამი ''კოკაინი'' და 9 გრამამდე ჰეროინი ამოუღეს. ბრალდებულებს სავარაუდოდ 100 აბი'' მეტადონიც'' ქონდათ.
უწყების ინფორმაციით, საერთო ჯამში ამოღებულია 422 აბი ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულები დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.