საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის შუამდგომლობა - გამოცხადებული დირექტორის კონკურსი დავის დასრულებამდე შეჩერებულიყო, მოსამართლე ჯუმბერ ბეჯანიძემ არ დააკმაყოფილა.
ნათია კაპანაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30 აპრილს მიმართა, ის ასევე ასაჩივრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას , რომლითაც მათ 19 აპრილს უნდობლობა გამოუცხადეს.