გიორგი გახარია: ''დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ როგორ გამოვალთ ჩიხიდან''

03 მაისი 2019, 00:19 1371 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, მინისტრის საათის ფარგლებში, დეპუტატების კითხვებს პარლამენტში,  მთელი დღის    განმავლობაში პასუხობდა.  გიორგი გახარიას მიმართ, განსაკუთრებული კრიტიკით დღეს ოპოზიცია გამოირჩეოდა. სარალიძის, მაჩალიკაშვილის, კერზაიას საქმეები, პანკისის ინციდენტი, კრიმინალის მაღალი დონე  და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია,  რომლებზეც ოპოზიციონერი დეპუტატები მინისტრისგან პასუხებს ითხოვდნენ.

კრიტიკულად განწყობილი კოლეგებისგან განსხვავებით, მინისტრისადმი მადლიერების სიტყვები არ დაუშურებიათ, უმრავლესობის წევრებს. გაიხსენეს, ნაციონალური მოძრაობიდან გახარიას წინამორბედების დამოკიდებულება საკანონმდებლო ორგანოსთან, მათ შორის, პარალელები გაავლეს ვანო მერაბიშვილთან. მინისტრის მოსმენამ პარლამენტში ხმაურის, რეპლიკებისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.   

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში