აჭარის ეკონომიკური ობსერვატორიის პროექტს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პოლონელი სპეციალისტების ჩართულობით განახორციელებს. შეთანხმებას მხარეებმა დღეს უწყებაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. მოლაპარაკება პოლონეთის მალოპოლკას რეგიონის დელეგაციასთან გაიმართა, რომელიც აჭარაში საპასუხო ვიზიტით იმყოფება. დღესვე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.