სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპული 6 ახალგაზრდა მამაკაცი ხანძრის დროს სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა, - აცხადებენ გარდაცვლილების ახლობლები.
დაღუპულებიდან ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ლიფტში იპოვეს, ორი კი სავარჯიშო დარბაზთან.
გარდაცვლილთაგან 5 ბათუმელი იყო, ხოლო ერთი - გორელი.გარდაცვლილები პროზექტურიდან ოჯახებში უკვე გადაასვენეს.