11 დაღუპული და 21 დაშავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის ფაქტზე დაწყებულ გამოძიება გადააკვალიფიცირა და ფაქტის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით დაიწყო, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება -განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.