17 ნოემბერი გალაკტიონის დაბადების დღეა - აჭარის რადიოს ოქროს ფონდი

16 ნოემბერი 2017, 20:00 1190 ნახვა

17 ნოემბერი გალაკტიონის დაბადების დღეა - აჭარის რადიოს ოქროს ფონდი

აჭარის რადიოს პირველი დამოუკიდებელი ჩანაწერი შენობის გარეთ, ზუსტად 64 წლის წინ, რადიომ გასვლითი რეპორტაჟი მოამზადა და გალაკტიონ ტაბიძე ჩაწერა. 1953 წლის 22 დეკემბერს პოეტის ხმა რადიოს ოპერატორმა ოვანეს მანუკიანმა  საოჯახო მაგნიტოფონით, "დნეპრ 3"  გააკეთა. ჩანაწერის ქრონომეტრაჟი თითქმის 30 წუთია. სწორედ ამ ჩანაწერით მოვიდა ჩვენამდე გალაკტიონის ხმა, მისი მეშვეობით უკეთ გავითავისეთ გალაკტიონის პოეზიის საოცარი მელოდიურობა.

"ნება მომეცით გავიხსენო ერთი ამბავი, ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ, მე გახლდით ბათუმში. ზღვის პირას, მე მომესმა ქალის ხმა, ის მღეროდა მოტივს გედის სიმღერა. ჩვეულებრივ გედი სიკვდილის წინ მღერის და მღერის სიცოცხლეშ ერთხელ. ამ მოტივმა ისეთ შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ მე დავწერე ბავშობაში ერთი ლექსი, "გედის სიმღერა" - ამბობს ჩანაწერში გალაკტიონი

ეს არის რადიო აჭარის "ოქროს ფონდი". დღეს, 17 ნოემბერს, გალაკტიონის დაბადებიდან 126 წელი შესრულდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი