დღეს აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენაში აბარებენ

09 ივლისი 2017, 20:00 888 ნახვა

დღეს აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენაში აბარებენ. ბათუმის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 903 აპლიკანტს შორის 39 არ გამოცხადდა, მათ შორის 4 მათგანი გამოცდას დაგვიანების გამო ვერ დაესწრო.

გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 40 წუთია, თუმცა აბუტურიენტთა უმრავლესობამ საგამოცდო სექტორები დროზე ადრე დატოვა. მათი თქმით, ტესტები შინაარსობრივად, ისევე როგორც დავალებების სპეციფიკა საშუალო სირთულის იყო. დილის სესიაზე რუსული ენასა და ინგლისურში ჩატარდა გამოცდა. 2 საათზე კი დაიწყება რეგისტრაცია ფრანგულსა და ინგლისურ ენაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი