“ოჯახში და ბავშვთა მიმართ ძალადობა” – ამ საკითხებზე სასაუბროდ ბათუმში ესტონელი ექსპერტები იმყოფებიან. ისინი გამოცდილებას პედაგოგებს, სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებს, პოლიციელებს, უფლებადამცველ და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უზიარებენ.
შეხვედრის ფარგლებში მსხვერპლის მხარდაჭერის პროცესში მონაწილე ყველა სტრუქტურის უფლებამოსილება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეაგირების ესტონური მოდელი განიხილება. სემინარი ორ დღეს გაგრძელდება. შეხვედრა ასოციაცია “ერთმანეთისთვის” პროექტის ფარგლებში იმართება.