არასამთავრობო ორგანიზაცია "უსინათლოთა ხმის" წევრებმა დღეს აქცია გამართეს. ისინი საქართველოს უსინათლოთა კავშირს დახმარებას სთხოვენ. მათი განმარტებით, წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, 12 ლარს იღებენ.
"საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის" ბალანსზე 8 ათას 500 მეტრი მიწის ნაკვეთია. ტერიტორიის დიდი ნაწილი შენობა-ნაგებობებს უჭირავს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებს კომერციული ფართები გაქირავებული აქვთ. მათი მოთხოვნაა შემოსავლებიდან ნაწილი უსინათლო მოქალაქეებს მოხმარდეს. ორგანიზაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მათ წელიწადში ერთხელ 50 ლარით ეხმრებიან. თუმცა ეს ორგანიზაიცაში რეგისტირებულ ყველა პირს არ ეხება.